საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელისო ბოლქვაძე

ერთიანი პორტალი
ელისო ბოლქვაძე
image
image

ელისო ბოლქვაძე

კულტურის მინისტრი
  • დაბადების თარიღი: 02 იანვარი, 1967

დაიბადა პოეტ ზაურ ბოლქვაძის ოჯახში. 7 წლის ასაკში წარუძღვა პირველ კონცერტს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ამას მალევე მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოჰყვა;

სწავლობდა თბილისის ნიჭიერთა ათწლედში. მოგვიანებით კი თბილისის კონსერვატორიაში;

განათლება:  

1989 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, სპეციალობა - ფორტეპიანო

1989-1991 წწ. - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ასპირანტურა

1996-1998 წწ. - პარიზის ალფრედ კორტოს სახელობის უმაღლესი სკოლა - უმაღლესი დიპლომი

სამუშაო გამოცდილება:

2025 წლის მარტიდან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი

2021-2024 წწ. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე

2020-2024 წწ. საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

კარიერა:

არის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი:

Van Cliburn (აშშ), Vianna da Motta (ლისაბონი), Axa International Piano Competition (დუბლინი) Marguerite Long Piano Competition (პარიზი), სადაც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, ფრანგული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის.

მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და სპეციალური პრიზი „ქართული კულტურის ამაგდარი“.

ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები:

2018 - საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი

2016  - საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში

2015 - იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება

1997-2000 - ”ვილა შინდლერის” სტიპენდია, ავსტრია

1995 - მარგარიტა ლონგის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი,  სპეციალური პრიზი ფრანგული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის

1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

1989 - ვან კლიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ქ. ფორტ-უერთი, აშშ)

1987 - მუსიკოს-შემსრულებელთა ვიანა დე მოტას სახელობის ლისაბონის (პორტუგალია) X საერთაშორისო კონკურსი, II პრემია

1984 - მუსიკოს-შემსრულებელთა ბახის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ლაიფციგი), VI პრემია

დამატებითი ინფორმაცია:

"ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის" დამფუძნებელი

საქველმოქმედო ფონდი „ლირას" დამფუძნებელი