5th International Donor Conference “Ajara – Cooperation for growth 2015” organized by the Government of Ajara Autonomous Republic was held on October 23 in “Sheraton Batumi Hotel”.

For the fifth year the conference has become a platform for annual meetings and discussions between the Government of Ajara Autonomous Republic and international organizations, representatives of diplomatic corps accredited in the country.

Special contribution to development of Ajara Region is made by support of foreign partners and close cooperation with them, which covered nearly every fundamental direction and major field of region’s development.

n frames of the conference, sectoral presentations were held, that underlined the importance of current and implemented projects in the region. Moreover, different government institutions of Ajara Autonomous Republic presented basic directions, further development of which is the main objective of Government’s work for the next year.

Georgia is facing new opportunities and therefore new considerable challenges.

On the country’s way to modernization, special emphasis was given to institutional development of state structures on regional level, to the projects aimed at creating population welfare for the development of Healthcare, Agriculture and Tourism as the leading sector of region’s economy. Hence, the main goal of the Fifth International Donor Conference was sharing experience, deepening cooperation with our foreign partners and setting impulses for future initiatives.

Please find the attached Agenda of International Donor Conference

Donor Conference ACG 2015 Attendees

Contacts:
Tel: 0422 27 01 85
E-mail: donorconference2015@ajara.gov.ge

23 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა დონორთა საერთაშორისო კონფერენცია „აჭარა-თანამშრომლობა განვითარებისათვის 2015“.

კონფერენცია უკვე მეხუთე წელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ყოველწლიური შეხვედრისა და მსჯელობის პლატფორმად ჩამოყალიბდა.

აჭარის რეგიონის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც რეგიონის განვითარების პრაქტიკულად ყველა ფუნდამენტურ მიმართულებასა და წამყვან სფეროს მოიცავს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობის შესახებ სექტორული პრეზენტაციები. გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამთავრობო უწყებამ შემოგვთავაზა ძირითადი მიმართულებები, რომელთა შემდგომი განვითარება მთავრობის მუშაობის მომავალი წლის ძირითად მიზანს წარმოადგენს.

საქართველო ახალი შესაძლებლობებისა და შესაბამისად, ახალი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონების დონეზე სახელმწიფო სტრუქტურების ინსტიტუციურ გაძლიერებას, მოსახლეობის კეთილდღეობის შექმნისკენ მიმართულ პროექტებს როგორც ჯანდაცვის, ისე სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის, როგორც რეგიონის ეკონომიკისთვის წამყვანი დარგის განვითარების მიზნით. შესაბამისად, გამოცდილების გაზიარება, ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღმავება და სამომავლო ინიციატივების შესახებ იმპულსების დაფიქსირება წარმოადგენდა დონორთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის ძირითად მიზანს.

გთხოვთ, იხილეთ დონორთა საერთაშორისო კონფერენციის პროგრამა

დონორთა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები

კონტაქტი:
ტელ.: 0422 27 01 85
ელ-ფოსტა: donorconference2015@ajara.gov.ge

Download all photos | ჩამოქაჩეთ ყველა ფოტო