
სულხან თამაზაშვილი
მთავრობის თავმჯდომარე- დაბადების თარიღი: 10.01.1983
- ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
განათლება:
2006 წელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
შსს აკადემიაში გავლილი აქვს:
2008 წელს - უბნის ინსპექტორთა საბაზისო სპეციალური კურსი;
2009 წელს - ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ დანაყოფებში მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების კურსი;
2010 წელს - დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსი;
2011 წელს - შსს ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის ოპერატიულ ქვედანაყოფებში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების კურსი;
2012 წელს - მენტორ პოლიციელთა ტრენინგი.
სამუშაო გამოცდილება:
7.04.2025–დღემდე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
2.07.2021–4.04.2025 – შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
9.10.2018–2.07.2021 – შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
10.08.2017–09.10.2018 – შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი;
23.01.2016–10.08.2017 – შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსი;
18.10.2012–23.01.2016 – შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
28.09.2011–18.10.2012 – შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე (დეტექტივ-გამომძიებელი);
1.12.2010–28.09.2011 – შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;
22.10.2009–01.12.2010 – შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;
17.10.2008–22.10.2009 – შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორი-გამომძიებელი.
მიღებული ჯილდოები:
31.05.2019 - სამინისტროს II ხარისხის მედალი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" (N022);
31.05.2020 - სამკერდე ნიშანი უმწიკვლო სამსახურისათვის (15 წელი);
31.05.2021 - სამკერდე ნიშანი "დამსახურებული პოლიციელი" (N022);
30.05.2023 - სამინისტროს I ხარისხის მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“;
29.05.2024 - მედალი „მამაცობისთვის“;
30.01.2025 - „ღირსების ორდენი“.
უცხო ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური.